გიორგი გაგილაძე (1924-1999) –
ზედმეტსახელად ”დოტორე ჯორჯო”, გარიბალდის ოქროს ვარსკვლავის კავალერი.
პროფესიით პროვიზორი იყო. ის გახლდათ საბჭოთა კავშირის დამსახურებული მედიცინის მუშაკი. სამამულო ომში მოხალისედ წასული ახალგაზრდა მრავალი მედლის და სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით იყო დაჯილდოებული. იტალიის ანტიფაშისტური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, ბრიგადა ”სერვადეის” პარტიზანი იტალიაში ზედმეტსახელად ”დოტორე ჯორჯოდ” ცნობილი. ის მონაწილეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების – მილანის, სტრეზას, არონას, ნოვარას, დომოდოსოლოს, ჯინეზეს ფაშისტებისგან განთავისუფლებაში და დუჩე მუსოლინის დაჭერის ოპერაციაში. მის პარტიზანულ მოწმობას ხელს იტალიის კომინუსტური პარტიის ბელადი – ლუიჯი ლონგო აწერს ხელს. გამორჩეული მამაკაცობისათვის ქართველი პარტიზანი დაჯილდოებული იყო იტალიის კომინისტური პარტიის უმაღლესი ჯილდოთი ”გარიბალდის ვარსკვლავით” . იტალიაში არის მისი სახელობის მემორიალი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
ტექსტი და სურათი აღებულია გვრდიდან – Georgia for Friends, საფლავის ფოტო გადაღებულია ჩვენს მიერ…

