დუდუხანა წეროძე (დ. 8 ნოემბერი, 1918 — გ. 8 მაისი, 2000) –
კინომსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965).
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა „სახკინმრეწვთან“ არსებული კინოსკოლა. 1949 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“ და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. 1934 წლიდან იღებენ კინოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგდანას როლი ფილმში „მაგდანას ლურჯა“; ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რევაზ ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

