კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დუგლას ზამთარაძე (1939-2022) – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა, თანაავტორებთან ერთად, სასოფლო სამეურნეო ცენტრების გეგმარებაზე, ასევე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სასოფლო დანიშნულების შენობა-ნაგებობების გეგმარებაზე. მათ შორის აღსანიშნავია ქ. ბათუმის დელფინარიუმი (1965), სამხატვრო ტექნიკუმი (1967). 1964 წლიდან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ “თბილქალაქპროექტში”, ქ. ბათუმში სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში; 1989-1992წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ “საქსოფლმშენსახპროექტის” მთავარი ინჟინერი; 1992-1998წწ. ამავე ორგანიზაციის დირექტორი; 1998 წლიდან შპს “გონის” და შპს “დ. ინტერპროექტის” დირექტორი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments