ნინო დუმბაძე (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი) –
ბადროს მტყორცნელი. მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 1946 და 1950 წლებში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია ბორის მიხეილის ძე დიაჩკოვი (რუს. Бори́с Миха́йлович Дьячко́в; დ. 23 აგვისტო, 1903, თბილისი, — გ. 17 დეკემბერი, 1986, იქვე) — საქართველოში მოღვაწე რუსი სპორტსმენი (მძლეოსნობა), მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1940), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1952), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1939), სსრკ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1966).

