დურმიშხან ბერუაშვილი (1935-1978) –
სამბისტი, მოჭიდავე, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი.
ფიზიკური სიძლიერით და ილეთების არსენალით გამორჩეული ფალავანი 50–იანი წლების შუახანებიდან 60–იანი წლების შუამდე ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში.
1978 წლის 25 ოქტომბერს, 43 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ქარელის რაიონის სოფელ ფცაში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გია კილასონიამ.

