კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დურსუნ ბალაძე (დ. 14 თებერვალი, 1930, სოფ. წყავროკა, ქობულეთის რაიონი — გ. 2004) –
მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1978-1991).
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი (1972-1978), 1991-იდან ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს. შემოიღო კოეფივიენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები); განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია); შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). იყო აჭარის ასრრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments