ედიშერ გარაყანიძე (1957-1998) – მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1987 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; სტუდენტობისას ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა(შემდეგში – ანსამბლი “თბილისი”); სისტემატურად აწყობდა მოკლე თუ გრძელვადიან ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული ნიმუშების მოსაპოვებლად; ფართო სპექტრის ფოლკლორისტი–მკვლევარი, ფოლკლორისტთა ახლი თაობის ერთ–ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი წარმატებით ათავსებდა პედაგოგიურ, სამეცნიერო, საველე–საექსპედიციო და საშემსრულებლო მოღვაწეობას. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
