კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში — გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე; დ. 19 ოქტომბერი, 1896 — გ. 7 აპრილი, 1972)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში. ღვთისმეტყველების დოქტორი, მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი.
1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 წლის 17 იანვარს აღიკვეცა ბერად ეფრემის სახელით. 1923 წლის 14 იანვარს ბერ-მონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელ-მონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავჯდომარის — მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხსში.
1960 წლის 21 თებერვალს, კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments