კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე სოხაძე (დ. 16 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1984)
საოპერო მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
1925–1928 წლებში სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. 1930 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა – გუნოს „ფაუსტში“), ამ დროიდან 1953 წლამდე ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1930–1936 წლებში ორჯერ მიიწვიეს სოლისტად სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments