კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“, მას მოჰყვა „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“, „დედის მარჯვენა ხელი“ და სხვა. აღსანიშნავია რომ მწერლის მოთხრობების მიხედვით ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს შესანიშნავი მხატვრული ფილმები „ჭიაკოკონა“ (რეჟისორი ნ. პაპინაშვილი) და „მაგდანას ლურჯა“ (რეჟისორები თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments