კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე ჭავჭავაძე (დ. 19 მარტი, 1816 ― გ. 13 აგვისტო, 1882)
სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული.
1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.
ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.
1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.
დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments