კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელდარ კერძევაძე (1942-1991) –
პოეტი.
1959-1961წწ. სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1969 წელს.
მისი პოეტური დებიუტი 1960 წელს შედგა, ლექსების პირველი წიგნი “მწვანე ქუჩა” კი გამოსცა 1970 წელს, რომელსაც მოჰყვა კიდევ 12 პოეტური კრებული (მათ შორისაა: “სინათლის ფრთები”, “ქარის ჩრდილები”, “ისევ თქვენთან ვარ”, “მახსოვს”, “თუკი ერთმანეთს გავუფრთხილდებით”, “სიყვარულია ეხლა მთავარი” და სხვა), თარგმნიდა უცხოური პოეზიის ნიმუშებსაც (ვაჰან ტერიანი, ალექსანდრ ბლოკი, მიხაილ ლერმონტოვი…).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიასთან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments