ელეფთერ ანდრონიკაშვილი (1910, პეტერბურგი — გ. 8 სექტემბერი, 1989, თბილისი) – ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას. 1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. ანდრონიკაშვილი მუშაობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენად. 1952 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალული არიან მამა: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1872-1939) – იურისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი და მეუღლე – თინა ლომიძე-ანდრონიკაშვილი – ექიმი.

