ელენე ჩოხელი (1914-1991) – საესტრადო მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის I ქორეოგრაფიული სტუდია 1932 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკულტეტი 1937 წელს(ვოკალური). 1937–1943წწ. იყო საქართველოს სახლმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართული რეპერტუარი, ოპერეტები: “სიმღერა თბილისზე”(დაიდგა 350–ზე მეტჯერ, მთავარი როლი), მარგო (“ნინო”, 1967, პრემიერა), მთავარი როლი (“ცოლები და ქმრები”, 1970, პრემიერა), მთავარი როლი (“ძველი თბილისის სურათები”, 1975, პრემიერა), მთავარი როლი (“ჩემი კეთილი მეზობელი”, 1977, პრემიერა); კინოფილმები: “ჟუჟუნას მზითევი”(1934), “სამშობლო”(1939), “დაბრუნებული ღიმილი”(1967), “ტარიელ გოლუა”(1968), “მხიარული რომანი”(1972); დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

