ელენე გოკიელი (დ. 25 აგვისტო, 1918, თბილისი — გ. 26 დეკემბერი, 1992, იქვე)
სპორტსმენი (მძლეოსნობა, თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1939 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, 1956 წელს – საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1946 წ.) გამორბენით სიგრძეზე ხტომაში. საბჭოთა კავშირის რეკორდსმენი 80 მ-ზე თარჯრბენში (მოსკოვი, 1949 წ.; ჰელსინკი, 1952 წ.). ევროპის ჩემპიონატის (1946 წ., ოსლო) ვერცხლის პრიზიორი თარჯრბენში.
1969 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.
დაკრძლულია თბილისში.საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ივანე გვინჩიძე (1909-1965)
ფოტოები მოგვაწოდა ქალბატონმა ლენა გვინჩიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
