კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელგუჯა ამაშუკელი (დ. 22 აპრილი, 1928, თბილისი ― გ. 10 მარტი, 2002) –
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი მხატვარი (1965). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996 წწ.). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მიიღო პირველი პრემია. ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments