ელგუჯა მაღრაძე (1927-1999)
მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით განაგრძო. პირველი ლიტერატურული ნაშრომი 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი “მეველე” 1963 წელს. მას ეკუთვნის რომანები: “გრიგოლ ორბელიანი”, “გოდება” (დავით გურამიშვილის შესახებ), “რად, სოფელო” (თეიმურაზ II-ის ცხოვრება), ესეები “ლევან გოთუა”, “კონსტანტინე გამსახურდია” და წერილების კრებული “გულითა მართლით”, რომელიც ქართველი და დასავლეთ ევროპელი მწერლების შემოქმედებას ეხება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხვა წლებში გახლდათ ჟურნალების “ნიანგისა” და “მნათობის” მთავა¬რი რედაქტორი. “გა¬მომცემლობა საბჭო-თა საქართველოს” დი¬რექტორი, საქართველოს მწერალთა კა¬ვშირის პირველი მდი¬ვანი, უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

