კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელისაბედ ჩერქეზიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1863, სოფ. კოშკა, გორის რაიონი — გ. 17 ოქტომბერი, 1948, თბილისი) – მსახიობი, სახალხო არტისტი. 9 წლის გოგონა მიაბარეს გორის კერძო სასწავლებელში. მამის ახირების გამო 6 თვის შემდეგ მიატოვებინეს სკოლა და 16 წლამდე შინაური განათლების მისაღებად დაჰყავდათ სოფელ-სოფელ ოჯახის ნათესავებთან. იმავე ხანებში მონაწილეობდა პირველ სამოყვარულო წარმოდგენებში, ხოლო პროფესიულ სცენაზე ე. ჩერქეზიშვილის დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში „ეხლანდელი სიყვარული“. 20-იან წლებში მსახიობმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი იყო.  როლები აქვს შესრულებული კინოშიც. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნიკოლოზ ხიზანიშვილი (1851-1906) – ისტორიკოსი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments