კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელისო ჭიპაშვილი (დ. 1964 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად. მკვლელობის დროს იყო 6 თვის ფეხმძიმე. წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთიდან იყო. 1989 წლის 9 აპრილს, ელისო ჭიპაშვილი რუსული „სპეცნაზის“ მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა. ოჯახის წევრებმა დიდი ძებნის შემდეგ ელოსოს ცხედარს „არამიანცში“ მიაკვლიეს. ძმის სიტყვებით: „ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო — ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული.“ ელისოს დედა გარდაიცვალა ელისოს დასაფლავების წინა დღეს. დაკრძალეს 15 აპრილს, თბილისში, დიღმის სასაფლაოზე. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ხარაგაულის ერთერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments