კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელიზბარ გოგიტიძე (1907-1992) – შორეული ნაოსნობის ლეგენდარული კაპიტანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი 1931 წელს; ლოიდის(“LIoyd”, დიდი ბრიტანეთი) საზღვაო სასწავლებელი. 1931-1935წწ. მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად; II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ–იდან სსრკ ნავსადგურში; იყო გემების “როსიის”, “ლატვიისა” და “შოთა რუსთაველის” კაპიტანი; 1988 წლიდან კაპიტან-დამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში; ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო სასაზღვრო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო სსრკ–იდან, რომელსაც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო პორტში; მასზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი “კაპიტანი გოგიტიძე”; ბათუმის საზღვაო აკადემიაში მისი სახელობის აუდიტორიაა გახსნილი, ქ. ოდესაში სახლს, სადაც ცხოვრობდა მემორიალური დაფა აქვს. დაკრძალულია ოდესაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ელიზბარ გოგიტიძის შვილმა – იური გოგიტიძემ და შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ანატოლი ფედოტოვმა.

ელიზბარ გოგიტიძის საერთაშორისო დიპლომი
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments