კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ელიზბარ ზედგინიძე (დ. 10 ნოემბერი, 1903, თბილისი — გ. 9 ოქტომბერი, 1983) –
მწერალი, პროზაიკოსი.
სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, მუშფაკში, უნივერსიტეტში. სრულიად ახალგაზრდამ, დაბეჭდა პირველი ნაწარმოებები რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი თავის მოთხრობებით, ნარკვევებით, თარგმანებით, პუბლიცისტური წერილებით, რომანებით ფართო გზას იკვლევს მკითხველებისაკენ. საზოგადოებამ გულთბილად მიიღო ე. ზედგენიძის მოთხრობების კრებული, რომანები „იღვიძებენ მთები“, „გაზაფხული დაიწყო ადრე“, „უბატონო ქვეყანა“, „მიხა ჩხეტიანი“ და ბევრი სხვა. მწერალს დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ჟურნალისტიკის წინაშე. იყო გაზეთ „ნორჩი პიონერის“, რედაქტორი, გაზეთ „კომუნისტის“, საქდესის კორესპოდენტი, სხვადასხვა ჟურნალის ლიტერატურული მუშაკი. ელიზბარ ზედგენიძე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უზბეკურ, ლიტვურ ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments