კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ემანუილ ვარდიძე (1886-1966)
საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელი.
სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად ეკურთხა რომში, 23 წლის ასაკში. 1921-1966 წლებში, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა კათოლიკური ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი იყო. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში კი, მას წმიდა საყდრის სამოციქულო ადმინისტრატორის ფუნქციაც დაეკისრა, როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მამა ემანუელ ვარდიძე საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი, ეკლესიაში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ვადით, 1921-1946 წლებში რელიგიური მოღვაწეობისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო 6-ჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული.
დაკრძალულია თბილისში, პეტრე და პავლე მოციქულთა კათოლიკური ეკლესიის ეზოში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments