ემილ სეხნიაშვილი (1924-1992) – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილსის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. 1945 წლიდან “საკგაზპროექტის” საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1956 წლიდან თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უფროსის მოადგილე; 1961 წლიდან მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1972 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებელთა განყოფილების გამგე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

