კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ემირ ბურჯანაძე (დ. 1937, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2014, თბილისი) –
გრაფიკოსი და მხატვარ-მონუმენტალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
1957-1964 წ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. 1962-1969 წ. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, სამრეწველო გრაფიკის განყოფილების მხატვარ – კონსტრუქტორად. აქ იქმნება პირველი ქართული საფირმო სასაქონლო ნიშნები და სიმბოლური ემბლემები. მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო ნიშნების საერთაშორისო კატალოგში. 1973 წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელმძღვანელობდა შრიფტის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას. შექმნილი აქვს ქართული მხატვრული შრიფტები: სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო. ქართული ჩართული ანბანის (მონოგრამების) სრული ციკლი, შექმნილი აქვს გერბები, საფირმო სასაქონლო ნიშნები და ემლემები. აგრეთვე იგი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტების შემქმნელი. 1970 წლიდან იწყებს მუშაობას თბილისის სიმბოლიკაზე.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments