კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი (ერეკლე) ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882) –

ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი.

დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან – მარიამ სააკის ას. აღამალოვასთან. 7 წლის ირაკლი ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა – ჯერ ცარსკოე-სელოს სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს პეტერბურგში, მაგრამ ირაკლიმ რუსეთში სწავლა (საერთოდ იქ ყოფნა) არ ისურვა და დატოვა სასწავლებელი. 1840-იან წლებში იგი თბილისშია და მიხეილ ვორონცოვის ყურადღებითაა გარემოსილი. 1860-იანი წწ. დასასრულს ირაკლი ბატონიშვილი სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა იმპერატორ ნაპოლეონ III-ს. საფრანგეთშივე (პარიზში) გაიცნო თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე. ირაკლი ბატონიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა.
ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკრძალვა გრანდიოზულ სამგლოვიარო მსვლელობაში გადაიზარდა (გამოასვენეს სიონის ტაძრიდან და დაკრძალეს სვეტიცხოველში).

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments