ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დაბ. 3 თებერვალი, 1868 – გარდ. 1 მაისი, 1951)
ნოველისტი.
მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914).
მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა „ბესო“. 1890 წელს აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის პირველ ნოველებს — „მოლიპულ გზაზე“ (1897) და „ბედის ტრიალი“ (1901), საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა.
დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

