კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ერლომ ახვლედიანი (დ. 23 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 20 მარტი, 2012) —  მწერალი, სცენარისტი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ, თურქულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი. გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments