ერმილე შარაშიძე (1860-1939) – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში. 1888 წელს ჩააბარა გამოცდა საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლებაზე და მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მაზრაში. 1899 წელს მშობლიურ სოფელ დაბლაციხეში დაბრუნდა. აქ თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად გახსნა ორკლასიანი კერძო სასწავლებელი, რომელსაც ძმები თვითონ ინახავდნენ. 1903 წელს იგი ბათუმის მეორე ქართული სკოლის გამგედ მიიწვიეს. ბათუმში მან მნიშვნელოვანი სამუშო ჩაატარა არა მარტო სკოლაში, არამედ მოსახლეობაშიც. უკანასკნელ ხანებში ის თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს ყოფილ პანთეონში.

