კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეროსი კიწმარიშვილი (1964-2014)
დიპლომატი, ექიმი, ჟურნალისტი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1993 წელს დააარსა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004 წლამდე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, მაგრამ მალე საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი, ხოლო 2008 წლის დასაწყისიდან 12 სექტემბრამდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments