კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეროსი მანჯგალაძე (დ. 3 მარტი 1925, სამტრედია — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) –
მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში დიქტორად. 1947 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1948 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კინო კარიერა — 1958 წლიდან. მეტად საინტერესო ეკრანული სახეები შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ჩორეხი („ნატვრის ხე“), სევერიან წივწივაძე („თოჯინები იცინიან“) და სხვები. ბოლო ხუთი წელი ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, კინომსახიობთა თეატრში, სახელი გაითქვა ასევე როგორც რადიოსა და ტელევიზიის დიქტორმა და კომენტატორმა. იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments