ეთერ ჯინორია (1920-2005) – უმაღლესი კატეგორიის ენდოკრინოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1941–1942წწ. იყო “დინამოს” სტადიონის ექიმი; 1942–1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1948–1952წწ. მუშაობდა თეთრიწყაროს პოლიკლინიკის გამგედ, რაიონის თერაპევტად; 1953 წელს კიროვის ქარხნის სამედიცინო პუნქტის გამგედ; 1954–1955წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში თერაპევტად; 1961–1976წწ. ქალაქის პირველი საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების გამგედ; 1976 წლიდან ქალაქის ენდოკრინული დისპანსერის ენდოკრინული განყოფილების გამგე. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 42 სტატია, მონოგრაფიები და შრომები. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

