კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ევგენი მაჭავარიანი (1937-1997)
მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.
1956–1958წწ. იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1963–1970წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1966–1970წწ. საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი, 1977 წლიდან მუსიკალური მაუწყებლობის მთავარი კონსულტანტი, 1979–1982წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1970 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments