ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.
