კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ევგრაფი შევარდნაძე (1917-1984) –
გურიის” ტრიუმფის სულისჩამდგმელი გახლდათ ევგრაფი შევარდნაძე _ ბავშვობიდან ინვალიდმა კაცმა თავისი ცხოვრება საყვარელ კლუბს მიუძღვნა. 1986 წელს, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – რაიონული გუნდი ლანჩხუთის “გურია” სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და 1987 წლის სეზონში პირველად იასპარეზა იქ. გამარჯვების კვარცხლბეკზე “გურიის” ასვლა ფეხბურთის დიდ მეცენატს – ევგრაფი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ბატონი ევგრაფი რომ არა, “გურია” საბჭოთა ფეხბურთის 16 უძლიერესთა შორის ვერ მოხვდებოდა. ევგრაფი შევარდნაძე მაშინაც მეცენატობდა გუნდს, როცა იგი საქართველოს პირველობაზე “კოლმეურნის”, ხოლო 1960 წლიდან “გურიის” სახელით გამოდიოდა.
დაკრძალულია მამათში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდა ბატონმა ოთარ პატეიშვილმა.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments