ფარნაოზ ლაპიაშვილი (დ. 9 მაისი, 1917, სოფ. მირზაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივლისი, 1994, თბილისი) –
თეატრალური მხატვარი, საქართველოს სახლახო მხატვარი.
1941 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მთელი თავისი ნაყოფიერი შემოქმედება დაუკავშირა ქართულ სასცენო ხელოვნებას. გაფორმებული აქვს მრავალი დრამატული, საოპერო, საბალეტო, მუსიკალური სპექტაკლები, რამდენიმე კინოფილმი. ყოველივე მათგანი ცალკე დიდი თემაა მხატვრის შემოქმედებაში. გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, მესხეთის, აგრეთვე სანკტ-პეტერბურგის, კიევის, კიშინოვისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების სცენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
