გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

