ფელიქს ღლონტი (1927-2012) –
კომპოზიტორი, ხელოვნების მუშაკი.
დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; 1978-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. უამრავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია: 12 მონუმენტური სიმფონია, 2 მონუმენტური ოპერა (“იბერიელები”, “კლეოპატრა”), ბალეტი (“განთიადი”), მრავალი ინსტრუმენტული(საფორტეპიანო, სავიოლინო, სავიოლონჩელო) კონცერტი, სიმებიანი კვარტეტები, მუსიკა კინოფილმებისათვის და სხვ. იგი აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც საოპერო, ისე ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ჟანრში. პირველად კომპოზიტორის ნაწარმოები-საფორტეპიანო კონცერტი საზოგადოებისთვის 1954 წელს გახდა ცნობილი და შემოქმედს სახალხო აღიარება მოუტანა. პირველი წარმატება კი საერთაშორისო ასპარეზზე კომპოზიტორმა 1961 წელს, ბრიუსელში გამართულ კონცერტზე მოიპოვა, სადაც მისი “რომანტიკული სიმფონია” შესრულდა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

