კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ფილადელფოს კიკნაძე (დ. დაახლ 1794 — გ. 5 სექტემბერი, 1833) – ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყვა რუსეთში. ნიჟნი-ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოების გამო დაუპატიმრებიათ, მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და იგი მოსკოვში ჩავიდა. აქ დაუახლოვდა მეფეების – ერეკლეს და გიორგის შვილებს. 1832 წლის აჯანყება სწორედ რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. 1827 წელს შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა “აკტი გონიური”, რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. დაკრძალულია თბილისში, ფერიცვალების მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო გადაიღო ქალბატონმა ლალი მიქაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments