ფილიპე ბერიძე (დ. 1932, სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 2 სექტემბერი, 1970, თბილისი) –
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართულილიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამომცემლობებში, მისი რედაქტორობით გამოვიდა არაერთი წიგნი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

