კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ფილიპე ზაიცევი (დ. 26 მარტი 1877, კიევი — გ. 10 ივნისი 1957, თბილისი) – ენტომოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელ-აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1912 წელს ზაიცევის თაოსნობით ჩამოყალიბდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ენტომოლოგიური კაბინეტი. 1920-1928 წლებში იგი იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი, ხოლო 1929-1936 წლებში — რექტორი. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის (1934 წლიდან საქართველოს) ფილიალის ზოოლოგიურ სექტორს (1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი), რომელსაც განაგებდა გარდაცვალებამდე. დაკრძალულია თბილისში, ვაკის მსასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments