ფრიდონ სიხარულიძე (დ. 9 სექტემბერი, 1937, სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 15 ოქტომბერი, 2010, თბილისი)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1956-1961 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1963-1965 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ისტორიის ასპირანტი; 1972 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2000 წლებში ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006 წლებში პოლიტოლოგიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ფრიდონ სიხარულიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის არქივებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არქივებში და ეძებდა ქართველთა კვალს. მისი მონაწილეობით გაითხარა დონის მონასტერის ქართული საფლავები.
დაკრძალულია თბილისში, ორთაჭალის სასაფლაოზე.

