ფრიდონ თოდუა (დ. 9 იანვარი, 1944, ზუგდიდი — გ. 7 ოქტომბერი, 2017)
ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პატლამენტის წევრი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ტაძრის ეზოში.

