კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გაბრიელ ჯაბუშანური (დ. 11 სექტემბერი, 1914, არხოტის ხეობა (ხევსურეთი) — გ. 22 დეკემბერი, 1968, თბილისი) —

პოეტი.
1934 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები. კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს. ოჯახური მიზეზების გამო მეოთხე კურს დაანება თავი და ბრუნდება სოფელში. ჯერ პედაგოგობდა, შემდეგ განაგებდა სოფლის სამკითხველოს, ერთხანს კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა. 1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი „ცხენი“ და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება. 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — „არაგვიანი“. ამას მოჰყვა კრებულები: „ლექსები“, „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“, „რჩეული“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან დაკრძალულია მისი მეუღლე სარა მეზვრიშვილი (დ. 1915, სოფ. აწყური, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მაისი, 1992, თბილისი).

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments