კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გალაკტიონ ალფაიძე (დ. 1916, სოფ. კურსები, ტყიბულის რაიონი — გ. 2 მაისი 2006, რიაზანი, რუსეთი) – გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945). 1933 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ (1937) ელექტროტექნიკოსად მუშაობდა რიონჰესზე. 1940 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა. 1946 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments