კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დომინიკა ერისთავი (განდეგილი) (დ. 9 ნოემბერი 1864 — გ. 29 იანვარი, 1929)
პოეტი და პროზაიკოსი.
იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; იგი პირველი კორექტორი ქალი იყო. განდეგილი თანამშრომლობს პერიოდულ გამოცემებში. უწოდებდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა.
გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისივე თხოვნის თანახმად იგი მეგობრების, ალექსანდრე ხახანაშვილის და იაკობ გოგებაშვილის საფლავებს შორის დაკრძალეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments