გელა (ნესტორ) ლომოური (1950-1993)
სამაჩაბლოს ომის გმირი.
პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დაამთავრა, მერე გერმანიაში გაიარა სამხედრო სამსახური. თავისუფლად ფლობდა გერმანულ ენას. შემდეგ თბილისში კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და აქედან ცხინვალში მიავლინეს.
1993 წლის მაისის ბოლოს ყორნისის რაიონში, იქ, სადაც „სამშვიდობო ჯარის“ ქართული შენაერთი იდგა, ცნობა მოვიდა: ოს-რუსთა კონტინგენტის ერთმა ჯგუფმა ცხინვალში შეიტყუა ქართული ჯარის ნაწილის უფროსის მოადგილე გელა ლომოური და მისი მძღოლი პავლიაშვილი, ისინი საშინელი წამებით მოკლეს.
დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.
ფოტო და საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან mematiane.ge. იდეა მოგვაწოდა ბატონმა ნიკოლოზ მაისურაძემ.

