კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გელა მუხაშავრია (დ. 10 დეკემბერი, 1938, თბილისი, — გ. 28 ივლისი, 2020)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1970 წლებში იყო ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, 1967-1983 წლებში — მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1970-1971 წლებში — თბილისის მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი–ორდინატორი, 1972-1983 წლებში — იმავე კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე, 1983 წლიდან — საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. ანდერძის მიხედვით, დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე /თბილისი, საბურთალოს სასაფლაო/ ბებიის, დედის, მამის და მეუღლის გვერდით.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა “საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი-გელა მუხაშავრიას კლინიკის”, დირექტორის მოადგილემ მედ. მეცნ. დოქტორმა მაია ქარაბაკმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments