კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გელა ჭედია (დ. 14 აგვისტო, 1978, სოფ. ლეციცხვაიე, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 აგვისტო, 2008, სოფ. ფრისი, ერედვის მუნიციპალიტეტი) – მაიორი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. 2005–2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში ბატალიონის მეთაურად. 2003 წელს მეთაურობდა პირველ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში, შემდეგ მსახურობდა ცხინვალის რეგიონში (2006–07) და ზემო აფხაზეთში (2007–08). 2008 წელს დაინიშნა V ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას სოფელ ფრისის ტერიტორიაზე, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წვერიახოს მთასთან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ლეციცხვაიეში, გიორგი ჭყონდიდელის ეკლესიის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რეზო ჭანტურიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments