გელოდი ფოცხიშვილი (1945-2023) – ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“. 1993 წლიდან ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი იყო; 1994-1999 წლებში კი – მისი მთავარი ბალეტმაისტერი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

