კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გენო კალანდია (დ. 15 აპრილი, 1939, სოფელი შამგონა, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მარტი, 2017) —

მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი.
1964 წელს დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის საკავშირო უმაღლესი კურსები. 1960-1962 წლებში მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობად. 1964-1966 წლებში იყო აფხაზეთის რადიოს დიქტორი. 1966-1970 წლებში სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი. 1970-1974 წლებში აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი. პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. არის მრავალი წიგნის ავტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთობა“. 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „აფხაზეთის დეპუტაცია“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. დაკრძალულია მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონსატერში.

   

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments